logo

აუტიზმი - მესის გენიის გასაღები

აუტიზმი - მესის გენიის გასაღები

დედამიწაზე ამჟამად 8 მილიარდამდე ადამიანი ცხოვრობს და მათგან თითოეული უნიკალურია. ჩვენ ერთმანეთისგან თვისებებითა და მრავალი ასპექტით განვსხვავდებით. ამას გარდა, არსებობენ ინდივიდები, რომლებიც ჩვენ უბრალოდ ადამიანური ხასიათის ქცევებით გვგვანან, მაგრამ ამასთანავე ზეპერსონები არიან. ისინი განსაკუთრებული შესაძლებლობებით ყველას აღაფრთოვანებენ - აკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც სხვისთვის წარმოუდგენელი კი არა, შეუძლებელია.

ბოლო წინადადების წაკითხვისას თქვენს გონებაში ლიონელ მესის სახელი და გვარი უნდა ამოტივტივებულიყო, რადგანაც ეს ბლოგი სწორედ მის განსაკუთრებულობასა და გამორჩეულობას ეძღვნება.

რამ განაპირობა მესის ასეთი ტალანტი?! ფიქრობთ, რომ ყველაფერი ღმერთისგან მობეძბული ნიჭის დამსახურებაა?!... ყოფილმა ფეხბურთელმა, რომარიომ ლეოს ზებუნებრივობა ერთ-ერთ დაავადებას, ასპერგერს დაუკავშირა: "იცოდით, რომ ლეო მესის ასპერგერის სინდრომი აქვს? ეს აუტიზმის შედარებით მსუბუქი ფორმაა, რომელიც დაავადებულებს კონცენტრაციის სხვებზე უმაღლეს დონეს უვითარებს"

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გამჟღავნდა, რომ ლეოს ასპერგერი არგენტინაში 8 წლის ასაკში დაუდგინეს. ამ სინდრომის ქონა ნაკლად ნამდვილად ვერ ჩაითვლება, რადგან მას "გენიოსების ქარხანასაც" უწოდებენ. "დაავადებულნი" ძირითადად ერთ სამოქმედო ხაზს ირჩევენ და მას ბოლომდე ითვისებენ.

მესი ყოველთვის ერთსა და იმავე მოძრაობას იყენებს: იხრება მარჯვნივ, ჩვეული მოძრაობებით დრიბლიორობს და 5 კაცის გარემოცვიდანაც კი, მარტივად, რამდენიმე მსგავსი მოძრაობის დახმარებით ძვრება. თითქოს ის მეკარის მოძრაობებს წინასწარ აანალიზებს, უბრალოდ კარგად დამახსოვრებულ და გამჯდარ სქემას იყენებს, აღწევს საჯარიმოში და მეტოქის ბადეს არხევს.

საინტერესოა, რომ იმავე დაავადებას ატარებდნენ ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, ვინსენტ ვან გოგი, ვუდი ალენი, ნიკოლა ტესლა, ტომას ედისონი, ბილ გეითსი, ბენჟამინ ფრანკლინი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, ბობ დილანი, ტომას ჯეფერსონი, ალბერტ აინშტაინი, ისააკ ნიუტონი, ჩარლზ დარვინი, ჯორჯ ორუელი, ნიცშე და სხვანი. როგორც ხედავთ, ასპერგერის სინდრომიანმა ადამიანებმა ყველა სფერო დაიპყრეს და მათში დიდი რევოლუცია მოახდინეს.

საფეხბურთო რევოლუციონერი კი ლიონელ მესია?! გთავაზობთ ჩვენ მიერ მოპოვებულ ფაქტებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით:

მაგალითი 1

ერთხელ გამოცემა El Pais-ის ჟურნალისტმა მეტად საინტერესო შემთხვევა აღწერა:

"ერთ დღეს ლეო მესი სავარჯიშო მოედანზე პირში პლასტმასისკოვზგაჩრილი გამოვიდა. მას კოვზი სესიის დასასრულამდე პირის ღრუში ჰქონდა. მედიკოსთა დასკვნებზე დაყრდობით, ამით ლეომ თანაგუნდელებს უჩვენა, რომ გაბრაზებული იყო. რამ გააბრაზა ის? დღემდე ეს არავინ იცის და ამის გამორკვევაც არავის უცდია".

მაგალითი 2
ლეო მესი საკუთარ ხასიათს სკოლაშიც არანაკლებ ავლენდა, როდესაც არგენტინელს მასწავლებლისთვის კითხვის დასმა სურდა, მის მაგივრად ამას გვერდზე მჯდომი მეგობარი აკეთებდა

მაგალითი 3
ლეო არც სავარჯიშო სესიებზე საუბრობდა. ამის გამო, გუნდელები ‘el pequeño mudito", -ს ეძახდნენ, რაც "პატარა მუნჯს" ნიშნავს

მაგალითი 4

ბრაზილიელი ჟურნალისტის, რობერტო ამადოს განცხადება ლეო მესისთან დაკავშირებით :"გამოვალინეთ მესის ეს უცნობი თვისება და აჩვენეთ საზოგადოებას, რომ აუტიზმი არ არის სოციალური გარიყვის მიზეზი, რომ აუტიზმით დაავადებული ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან პროდუქტიული".

მაგალითი 5

ასპერგერის სინდრომით დაავადებული ერთ-ერთი ბიჭის მამა, ნილტონ ვიტული პრესასთან საუბრობს:

"საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით, რომ ასპერგერი მარტივი აღმოსაჩენია, რადგანაც ის გუნდური მუშაობის დროს მარტივად ვლინდება. აუტიზმის ამ ფორმით დაავადებული ადამიანების რუტინა ჩვენგან განსხვავებით უფრო კონსერვატიულია, მათ ქმედებებში სიახლე ძალიან იშვიათია, ასე ხდება მესის შემთხვევაშიც. მაგალითად: ის თითქმის ყოველთვის მარჯვენა მხარეს ეცემა, თითქმის ყოველთვის ერთნაირი დრიბლინგები აქვს და თერთმეტმეტრიანს თითქმის ყოველთვის ერთნაირად ურტყამს. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი გოლის გატანის შემდეგ ლეო მესი უბრალოდ იღიმება"

ასე რომ, სანამ ვინმეს რაიმე ნიშნით დამცირებას გადაწყვეტთ, ფრთხილად იყავით, თქვენ წინ ზე-ადამიანი არ იდგეს.

სტატიის ავტორები ლუკა ალავიძე და ციცი პაპუნაშვილი

3 თვის წინ
6202 / 1
user
smilesmile
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 487
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ