ანდალუსიურ "ბეტისსა" და კატალონიურ "ბარსელონას" შორის გუშინ ჩატარებული მატჩი მეტად დაძაბული გამოდგა. თამაშში ინტრიგა უკანასკნელ წამებამდე შენარჩუნდა და იგი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მძიმე გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
როგორც ირკვევა, ვითარება მატჩის შემდეგაც დაძაბული გახლდათ.
SPORT-ის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა "ბეტისის" პორტუგალიელ ნახევარმცველს, ვილიამ კარვალიუს, რომელიც მას შემდეგ სიტყვებს უყვიროდა:
"ეს სირცხვილია, ნამდვილი სირცხვილი! ძალიან ცუდი!"
უნდა ვივარაუდოთ, რომ გამოცდილი საყრდენის გაბრაზება "ბლაუგრანას" პირველმა გოლმა გამოიწვია. ისიც და "ბეტისის" წარმომადგენლებიც მიიჩნევდნენ, რომ გავიზე დადებული ჯარიმა "ბარსამ" წესების დარღვევით გაათამაშა და ამ ეპიზოდს მოყოლილი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო.
არადა, როგორც ჩვენ უკვე ვნახეთ, ანდალუსიელთა პრეტენზიები უსაფუძვლოა.