1 წლის და 2 თვის წინ
"უბრალოდ ვხუმრობდი" - მესის ძმა ბოდიშს იხდის
"უბრალოდ ვხუმრობდი" - მესის ძმა ბოდიშს იხდის

მატიას მესის მიერ "ტვიჩის" პირდაპირ ეთერში გაკეთებულმა სკანდალურმა განცხადებებმა, სადაც მან "ბარსელონას" შეურაცხყოფა მიაყენა და ლეო მესისადმი გამოჩენილ უმადურობაში დაადანაშაულა, ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

არგენტინელი მეგავარსკვლავის ძმის სიტყვებმა "ბლაუგრანას" ბევრ ქომაგს ატკინა გული, რადგან მათ ჩათვალეს, რომ ეს მესების ოჯახის საერთო პოზიცია გახლდათ, თუმცა მალევე გავრცელებული ცნობების მიხედვით, მატიასის სიტყვებს ლიონელთან საერთო არაფერი აქვს და იგი თავის ყოფილ კლუბს უდიდეს პატივს სცემს.

არაა გამორიცხული, სწორედ ლეო ყოფილიყო იმ საბოდიშო განცხადების უკანაც, რომელიც მისმა ძმამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.

"მინდა ბოდიში მოვიხადო იმის გამო, რაც სოციალურ ქსელში ვთქვი. უბრალოდ ვხუმრობდი ჩემს შვილსა და მეგობრებთან ერთად. როგორ ვიფიქრებდი ასეთ რამეს "ბარსელონას" მსგავს დიდებულ კლუბსა და მათ ისტორიაზე? მათ ხომ ბევრი რამ მოგვცეს ლეოსაც და ჩვენს ოჯახსაც.

ჩვენთვის კატალონია მეორე სახლია და ეს ყველასთვისაა ცნობილი. ვწუხვარ და ყველას ბოდიშს ვუხდი. განსაკუთრებით, "ბარსელონას" ფანებს. 

ბოლოს, იმის თქმაც მინდა, რომ სოციალურ ქსელებში მე მხოლოდ ინსტაგრამს ვიყენებ," - დაწერა მატიასმა.



Facebook კომენტარები