10 თვის და 3 კვირის წინ
მესის "ბარსაში" დაბრუნებაში უდიდეს როლს ანტონელა თამაშობს - ჟერარ რომერო
მესის "ბარსაში" დაბრუნებაში უდიდეს როლს ანტონელა თამაშობს - ჟერარ რომერო
ავტორი
Aa

მას შემდეგ, რაც ხორხე მესი "ბარსელონას" პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას შეხვდა, ლეო მესის კატალონიურ გუნდში დაბრუნების შანსი კიდევ უფრო გაიზარდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ და მნიშვნელოვან ცნობებს ჟურნალისტი ჟერარ რომერო ავრცელებს.

მისი თქმით, არგენტინელის "ბლაუგრანაში" დაბრუნებაში ერთ-ერთ უმთავრეს როლს მისი მეუღლე ანტონელა როკუცო თამაშობს.

როგორც ირკვევა, ლეოს ოჯახს ძალიან სურს ბარსელონაში საცხოვრებლად გადასვლა და ცხოვრების ამ ქალაქში გაგრძელება.

აქვე გეტყვით, რომ თავად მესის სურვილიც კარიერის "ბარსაში" გაგრძელებაა.


Facebook კომენტარები