10 თვის და 2 კვირის წინ
“ბარსელონა” საქმეშია! - კატალონიელები ჟოაუ კანსელოს უმიზნებენ
“ბარსელონა” საქმეშია! - კატალონიელები ჟოაუ კანსელოს უმიზნებენ

როგორც მოგეხსენებათ, 29 წლის პორტუგალიელ მცველს, ჟოაუ კანსელოს მიუნხენის “ბაიერნთან” საიჯარო ხელშეკრულება დაუმთავრდა და ინგლისში ბრუნდება.

პეპ გვარდიოლასთან კონფლიქტის გამო პორტუგალიელი მოთამაშე მანჩესტერში გაჩერებას არ აპირებს.

შედეგად, “მანჩესტერ სიტი” პრესეზონის დაწყებამდე ეცდება, რომ 29 წლის მოთამაშე რომელიმე კლუბში გაყიდოს.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის “ბარსელონა” გამოცდილი მოთამაშის შეძენით ინტერესდება. 

კატალონიელებს კონკურენციას ლონდონის “არსენალი” გაუწევს.

ცნობისთვის, გავლენიანი გამოცემა Transfermarkt 29 წლის მარჯვენა მცველს 60 მილიონ ევროდ აფასებს.


Facebook კომენტარები