9 თვის და 2 კვირის წინ
მსურველი სერია ა-დან - ვის სურს კესის გადაბირება
მსურველი სერია ა-დან - ვის სურს კესის გადაბირება
ავტორი
Aa

როგორც დი მარციო იტყობინება, კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელს, ფრანკ კესის მსურველი სერია ა-დან გამოუჩნდა.

საუბარია ტურინის "იუვენტუსზე", რომელიც 26 წლის მოთამაშეს აქტიურად აკვირდება.

წყაროს ინფორმაციით, ტურინელებს კოტ-დ'ივუარელი ნახევარმცველის იჯარით დამატებასთან ერთად, მისი გამოსყიდვის ოფციაც სურს.

შეგახსენებთ, რომ კესის "ბარსასთან" კონტრაქტი 2026 წელს ეწურება.


Facebook კომენტარები