4 თვის და 1 კვირის წინ
"ბარსელონას" სავარაუდო XI "ალმერიასთან" მატჩისთვის
"ბარსელონას" სავარაუდო XI "ალმერიასთან" მატჩისთვის

"ბარსელონა" დღეს ლა ლიგის მე-18 ტურის მატჩს ჩაატარებს, სადაც "ალმერიას" დაუპირისპირდება.

Mundo Deportivo-ს ვერსიით, ჩავი ერნანდესი მოედანზე ასეთ თერთმეტეულს გაიყვანს:

მეკარე: ინიაკი პენია

დაცვა: ჟოაუ კანსელუ, რონალდ არაუხო, ანდრეას კრისტენსენი, ალეხანდრო ბალდე

ნახევარდაცვა: ფერმინ ლოპესი, ორიოლ რომეუ, ილქაი გიუნდოგანი

თავდასხმა: ლამინ იამალი, რობერტ ლევანდოვსკი, ჟოაუ ფელიქსი

Sport-ის თერთმეტეულში კრისტენსენის ადგილს ჟიულ კუნდე იკავებს, ფერმინ ლოპესის ნაცვლად სერხი რობერტოა განმწესებული, ლამინ იამალს კი რაფინია ანაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ მატჩს კუნთის ტრავმის გამო ტოვებს პედრი გონსალესი.

შეხვედრა თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები