3 თვის წინ
შეირყა თუ არა ჩავის სკამი? - უახლესი ცნობები
შეირყა თუ არა ჩავის სკამი? - უახლესი ცნობები

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” კოპა დელ რეის 1/4 ფინალურ შეხვედრაში “ატლეტიკ ბილბაოსთან” 4:2 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

მატჩის შემდეგ არაერთი ესპანური წყარო წერდა, რომ ჩავი ერნანდესს “ბლაუგრანა” უნდა დაეტოვებინა, თუმცა ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.

გავლენიანი ესპანელი ჟურნალისტის, ფერნანდო პოლოს მიერ გავრცებეული ინფორმაციის თანახმად, ჟოან ლაპორტა ჩავის ბოლომდე ენდობა.

“ბლაუგრანას” პრეზიდენტი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა და მას იმედი აქვს, რომ “ლურჯ-ბროწეულისფერები” კიდევ უფრო მოუმატებენ.

შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩავი ერნანდესის სკამი ჯერჯერობით არ შერყეულა.


Facebook კომენტარები