1 წლის და 1 თვის წინ
"ძალიან ბევრჯერ ჩავაწოდეთ" - დე იონგი იმედგაცრუებულია
ავტორი
Aa
"ბარსელონას" ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა "ალმერიასთან" წაგებული მატჩი შეაფასა.
"წაგებით ძალიან იმედგაცრუებულები ვართ.
მეტოქე თავს კარგად იცავდა. ბევრჯერ ჩავაწოდეთ, განსაკუთრებით - მეორე ტაიმში, მაგრამ მათ თავი კარგად დაიცვეს. უკეთ უნდა შევუტიოთ და მეტი ხიფათი უნდა შევქმნათ ხოლმე.
10 ქულით დაწინაურების შანსი გვქონდა. უპირატესობა 7 ქულაა, თუმცა ამ მატჩის წაგებას არ ველოდით," - უთხრა 25 წლის ვარსკვლავმა Movistar+-ს.
"ბლაუგრანას" ფეხბურთელებმა მოწინააღმდეგის საჯარიმოში გუშინ 47-ჯერ ჩააწოდეს. აქედან ზუსტი მხოლოდ 10 ჩაწოდება გამოდგა, თუმცა გოლი არცერთ მათგანს მოჰყოლია.
"ბარსა" ლა ლიგას 7-ქულიანი სხვაობით ლიდერობს, თუმცა კატალონიელებმა თავიანთ თავებს ფეხის მეტჯერ დაცდენის უფლება წესით აღარ უნდა მისცენ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
7 საათის და 28 წუთის წინ
ჩავის უარი თხოვნაზე - კლუბმა უკან დაიხია
8 საათის და 38 წუთის წინ
კროოსი: "უკეთ რომ გვეთამაშა, კლასიკოს 4-0 მოვიგებდით"
1 დღის და 7 საათის წინ
საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია - ვინ გაწვრთნის "ბარსას" მომდევნო სეზონში
1 დღის და 11 საათის წინ
იამალი ძალიან იტვირთება - შემაშფოთებელი სტატისტიკა