1 თვის და 2 კვირის წინ
"სიტის" პოზიცია კანსელუზე - "ბარსას" საქმე რთულდება
"სიტის" პოზიცია კანსელუზე - "ბარსას" საქმე რთულდება

SPORT-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტის" ჟოაუ კანსელუს გაყიდვა სურს და მის კვლავ იჯარის წესით გაშვებას არ განიხილავს. ცხადია, ეს "ბარსელონას" საქმეს ურთულებს.

"ქალაქელები" მზად არიან, რომ პორტუგალიელი ფლანგელი იმ კლუბს დაუთმონ, რომელიც მის სანაცვლოდ ყველაზე დიდ თანხას გადაიხდის.

32 წლის ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები 40 მილიონ ევროდ აფასებენ.

"სიტის" ჟოაუსთან დაკავშირებით შეიძლება პრემიერ ლიგის კლუბებიდან ან საუდის არაბეთიდან მიაკითხონ.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 30 მატჩში კანსელუმ 3 გოლი და 4 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები