1 წლის და 1 თვის წინ
გადაწყდა! - იბრძოლებს თუ არა "ბარსელონა" კანსელუსთვის
გადაწყდა! - იბრძოლებს თუ არა "ბარსელონა" კანსელუსთვის

Diario AS-ის ჟურნალისტ ხავი მიგელის ინფორმაციით, "ბარსელონა" ზაფხულში ჟოაუ კანსელუს დამატებას არ ეცდება.

კატალონიური გრანდი პორტუგალიელი ფლანგელის დამატებას ძალიან რთულ ამოცანად მიიჩნევს, რადგან მას "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. გარდა ჟოაუს მაღალი ღირებულებისა, საკმაოდ დიდ თანხასთან იქნება დაკავშირებული მისი სახელფასო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაც.

არსებობს შემაშფოთებელი ცნობები კანსელუს უდისციპლინობის შესახებაც.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, 27 წლის მარჯვენა მცველი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სამიზნედ აღარ უნდა ჩავთვალოთ.

კანსელუზე უარის თქმა არ ნიშნავს, რომ "ბარსა" ზაფხულში მარჯვენა მცველს არ შეიძენს. ეს პოზიცია, რომელიც უკვე წლებია, რაც პრობლემატურია, აუცილებლად გაძლიერდება.

ხავი მიგელის თქმით, "ბარსელონას" პრიორიტეტულ სამიზნედ ხუან ფოიტი რჩება, მაგრამ "ვილიარეალის" არგენტინელი ლეგიონერის გადაბირებაც საკმაოდ რთული იქნება.


Facebook კომენტარები