1 წლის წინ
ჩავი ნერვიულობს - მიზეზი 3 ფეხბურთელია
ჩავი ნერვიულობს - მიზეზი 3 ფეხბურთელია

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" თავდამსხმელების ცუდ ფორმაში ყოფნა აღელვებს.

მსოფლიო ჩემპიონატების პაუზამდე, "ბლაუგრანას" მიერ გატანილი 45 გოლიდან 35 ფორვარდებზე მოდიოდა. დეკემბრის შემდეგ შემტევების შედეგიანობამ დაიწია - 21 გოლი 35-დან.

ერთის მხრივ ეს ნიშნავს, რომ მცველებმა და ნახევარმცველებმა გოლებს მოუმატეს, თუმცა თავდამსხმელების პროდუქტიულობის საგრძნობი შემცირება მაინც დიდ პრობლემას წარმოადგენს.

ჩავი განსაკუთრებით ამ 3 ფეხბურთელზე წუხს:

ანსუ ფატი - გოლი არ გაუტანია ლა ლიგის ბოლო 14 მატჩში

ფერან ტორესი - გოლი არ გაუტანია ლა ლიგის ბოლო 13 მატჩში

რობერტ ლევანდოვსკი - მხოლოდ 2 გოლი ლა ლიგის ბოლო 10 მატჩში

რა თქმა უნდა, ჩავის პრეტენზიები არ აქვს უსმან დემბელესა და რაფინიასთან, რადგან ფრანგი ტრავმირებულია, ბრაზილიელი კი ჩინებულად გამოიყურება.

თავიანთი ცუდი სერიის დასრულება "ბარსას" შემტევებს პირველ აპრილს, "ელჩეს" წინააღმდეგ შეეძლებათ.


Facebook კომენტარები