1 წლის წინ
"ბარსამ" შეიძლება კრისტენსენი გაყიდოს - ვის უმიზნებს კლუბი
"ბარსამ" შეიძლება კრისტენსენი გაყიდოს - ვის უმიზნებს კლუბი

ესპანურმა გამოცემა Relevo-მ "მანჩესტერ სიტის" ცენტრალური მცველის, აიმერიკ ლაპორტეს "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლის შესახებ დაწერა.

წყაროს თანახმად, ლაპორტე "სიტიზენთა" შორის ბედნიერი აღარაა და მიიჩნევს, რომ პრემიერ ლიგაში მისი დრო ამოიწურა. მას "ბარსაში" თამაშის ოცნების ასრულება უნდა.

აიმერიკს "კამპ ნოუზე" გადაბარგება სწადია და ამაზე ჩავის აგენტის დახმარებით მუშაობს.

Relevo-ს მიხედვით, კატალონიურ გრანდში იმედოვნებენ, რომ ანდრეას კრისტენსენის სანაცვლოდ სარფიან შეთავაზებებს მიიღებენ. თუ კლუბი დანიელ უკანახაზელს გაყიდის, ისინი ლაპორტეს დამატებას ეცდებიან. 

როგორც ირკვევა, "ბარსელონას" 28 წლის ფეხბურთელი ძალიან მოსწონს და ინიგო მარტინესი ამ ტრანსფერის განხორციელებას ხელს ვერ შეუშლის.

"მანჩესტერ სიტი" იოსკო გვარდიოლითაა დაინტერესებული. ხორვატი მცველის შეძენის შემთხვევაში, "ქალაქელები" ლაპორტეს კარს გაუღებენ. ბუნებრივია, მანკუნიელთა მიზანი ორივე მხარისთვის სასურველი შეთანხმების მიღწევა იქნება.

Relevo წერს, რომ ლაპორტეს მხოლოდ "ბარსელონაში" სურს თამაში, თუმცა მისით "მილანი", "იუვენტუსი" და "ნიუკასლი" ინტერესდებიან. "ბარსამ" ესპანელი მველი შეიძლება ან მომავალ, ან 2024 წლის ზაფხულში გაიფორმოს.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში აიმერიკმა 1 ასისტი მიითვალა.



Facebook კომენტარები