1 წლის და 3 თვის წინ
"ბარსელონა" ესპანეთის თასის 1/4-ფინალში "სოსიედადს" შეხვდება
"ბარსელონა" ესპანეთის თასის 1/4-ფინალში "სოსიედადს" შეხვდება

რამდენიმე წუთის წინ გაირკვა "ბარსელონას" მეტოქე კოპა დელ რეის მეოთხედფინალში.

ესპანეთის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე "ბლაუგრანა" "რეალ სოსიედადს" შეხვდება.

აღნიშნული სტადიის შეხვედრები 24-26 იანვარს გაიმართება.

სხვა წყვილები არიან:

რეალი - ატლეტიკო

ოსასუნა - სევილია

ვალენსია - ბილბაო 

გეტყვით, რომ მეოთხედფინალური დაპირისპირებებებიც ერთმატჩიანი იქნება. "ბარსელონასა" და "სოსიედადის" შეხვედრას "კამპ ნოუ" უმასპინძლებს.

ცნობისთვის, მერვედფინალში "ბარსამ" "სეუტა" დაამარცხა. 

ესპანეთის თასი კატალონიელებმა ბოლოს 2021 წელს მოიგეს.


Facebook კომენტარები