1 წლის და 2 თვის წინ
"ბარსელონა" სამშაბათისთვის ტრანსფერს დახურავს
"ბარსელონა" სამშაბათისთვის ტრანსფერს დახურავს

"ბარსელონა" "ფლამენგოს" ახალგაზრდა მარჯვენა მცველის, ვესლის ტრანსფერს ხურავს.

SPORT-ის ცნობით, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ცდილობენ, რომ ფეხბურთელი სამშაბათისთვის უკვე გაფორმებული ჰყავდეთ.

ბრაზილიელი ტალანტი თავდაპირველად "ბლაუგრანას" სარეზერვო გუნდში ჩაირიცხება.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, "ბარსას" ვესლის დამატება იჯარა+გამოსყიდვის უფლების ფორმულით სურდა. "ფლამენგო" ამის წინააღმდეგი გახლდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, "ბლაუგრანამ" მიზანს მიაღწია.

ტრანსფერის გაჩარხვაში დიდ როლს თავად 19 წლის მოთამაშის პოზიცია შეასრულებდა, რამეთუ მას ძალიან სურდა კატალონიურ გრანდში გადაბარგება.

ბრაზილიის რეგიონალური ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ვესლიმ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა.


Facebook კომენტარები