10 თვის წინ
კლუბები, რომლებიც როკეს დამატებას ცდილობდნენ - ვინ გაისტუმრა ბრაზილიელმა უარით
კლუბები, რომლებიც როკეს დამატებას ცდილობდნენ - ვინ გაისტუმრა ბრაზილიელმა უარით
ავტორი
Aa

როგორც იცით, უკვე არაერთი ჟურნალისტის მიერ დადასტურდა, რომ ვიტორ როკე კარიერას კატალონიის "ბარსელონაში" გააგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელი ფორვარდის გადაბირებას კატალონიური გუნდის გარდა სხვა ევროპილი გრანდებიც ცდილობდნენ.

გამოცემა "Relevo"-ს ინფორმაციით, 18 წლის შემტევის დამატება "არსენალს", "ლივერპულს", "ჩელსის", "ბაიერნსა" და "ტოტენჰემსაც" სურდათ, თუმცა ფეხბურთელმა საბოლოო არჩევანი "ბლაუგრანაზე" გააკეთა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ამ კლუბებს იმაზე უკეთესი შეთავაზება ჰქონდათ, ვიდრე "ბარსას", მაგრამ როკეს მიზანი მხოლოდ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში თამაში იყო.

მოგახსენებთ, რომ "ბარსას" ვიტორის გადმობირება ჯამში 60 მილიონ ევრომდე დაუჯდბა.


Facebook კომენტარები