11 თვის და 1 კვირის წინ
ეზალზულის ბევრი მსურველი ჰყავს! - რა გადაწყვეტილებას მიიღებს “ბარსა”
ეზალზულის ბევრი მსურველი ჰყავს! - რა გადაწყვეტილებას მიიღებს “ბარსა”

როგორც მოგეხსენებათ, 21 წლის მაროკოელი ფეხბურთელს ზაფხულში 1 წლიანი საიჯარო ხელშეკრულება უსრულდება და “ოსასუნადან” კატალონიის “ბარსელონაში” ბრუნდება.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი, ჟერარ რომეროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეზალზულის ლა ლიგიდან 1 მსურველი ჰყავს, ასევე როგორც ირკვევა, 1 ევროპულ გუნდსაც სურს მაროკოელი შემტევის დამატება.

ცნობისთვის, გავლენიანი გამოცემა Transfermarkt აბდე ეზალზულის 8 მილიონ ევროდ აფასებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ 21 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.


Facebook კომენტარები