6 თვის და 3 კვირის წინ
მესი იანვარში დაბრუნდება? - შანსი არსებობს
მესი იანვარში დაბრუნდება? - შანსი არსებობს

MLS-ში რეგულარული სეზონის დასრულებამდე 3 ტური დარჩა, "ინტერ მაიამი" კი პლეი ოფის ზონას 5 ქულით ჩამორჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ, უდიდესი ალბათობით, ლიონელ მესის გუნდი სეზონს ნაადრევად დაასრულებს.

წარსულში ყოფილა შემთხვევები, როცა პლეი ოფს მიღმა დარჩენილმა გუნდმა ლეგენდარული ფეხბურთელი დროებით ევროპაში დააბრუნა. მაგალითად, "ნიუ იორკ რედ ბულსმა" ტიერი ანრი 2 თვით "არსენალში" გაანათხოვრა, ხოლო "ლოს ანჯელეს გელექსიმ" დევიდ ბექჰემი "მილანში" გაუშვა.

ბექჰემის შემთხვევა კიდევ უფრო გამორჩეული გახლდათ იმ კუთხით, რომ იგი კალიფორნიელებს შეუთანხმდა და "როსონერიში" ნახევარი სეზონის გატარების უფლება მიიღო, რის შედეგადაც MLS-ის რეგულარული სეზონის რამდენიმე მატჩი გამოტოვა.

ცხადია, მსგავსი ფაქტები "ბარსელონას" ქომაგებსაც აძლევს იმედს...

SPORT-ის ჟურნალისტ სერხი კაპდევილას ინფორმაციით, "ბლაუგრანაში" კარგად იციან, რომ თუ "ინტერ მაიამი" პლეი ოფში ვერ გავა, მათთვის მესის იჯარით წაყვანის შეთავაზებით მიმართვა შესაძლებელი იქნება.

"ლურჯ-ბროწეულისფერთ" ჯერ მუშაობა არ დაუწყიათ, მაგრამ მომდევნო დღეებში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს.

აქვე გეტყვით, რომ მომდევნო მატჩი ფლორიდელებს 8 ოქტომბერს აქვთ. სწორედ ამ შეხვედრაში შეიძლება მათ პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსიც დაკარგონ.


Facebook კომენტარები