1 წლის წინ
"ბარსამ" ერთ სეზონში შეიძლება 2 ლა ლიგა "მოიგოს"
"ბარსამ" ერთ სეზონში შეიძლება 2 ლა ლიგა "მოიგოს"

ლა ლიგის 2022/2023 წლების სეზონის ბოლომდე 11 ტურია დარჩენილი, "ბარსელონა" კი მეორეადგილოსან "რეალს" 12 ქულით უსწრებს. ეს იმას ნიშნავს, რომ უდიდესი ალბათობით, ჩავის გუნდი ჩემპიონობას იზეიმებს.

საინტერესოა, რომ არსებობს შანსი, "ბლაუგრანას" მიერ მოგებული ლა ლიგების რაოდენობა წელს არა ერთით, არამედ 2-ით გაიზარდოს. ამ პერსპექტივაზე Diario AS წერს.

წყაროს თანახმად, "ბარსამ" ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ოფიციალურად სთხოვა, უღიაროს 1937 წელს მოგებული ტიტული, რომელიც კლუბმა ესპანეთის სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას მოიხვეჭა.

"ლევანტეს" მიერ ამავე წელს მოგებული კოპა დელ რეი გასულ კვირას ოფიციალურად აღიარეს, ამიტომ "ბლაუგრანაც" ანალოგიურ ვერდიქტს ელოდება.

თუ კატალონიელებს მოთხოვნა დაუკმაყოფილდებათ და წლევანდელ სეზონსაც წარმატებით ჩაამთავრებენ, მათ ესპანეთის 28-გზის ჩემპიონების სტატუსი მიენიჭებათ, "რეალთან" ჩამორჩენა კი 7 ტიტულამდე შემცირდება.


Facebook კომენტარები