1 წლის წინ
გაირკვა! - რა ხდება ობამეიანგსა და “ბარსელონას” შორის
გაირკვა! - რა ხდება ობამეიანგსა და “ბარსელონას” შორის

როგორც მოგეხსენებათ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ლონდონის “ჩელსიმ” კატალონიის “ბარსელონადან” გამოცდილი გაბონელი მოთამაშე, პიერ-ემერიკ ობამეიანგი დაიმატა.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 33 წლის ფეხბურთელი ბრიტანეთის დედაქალაქს სეზონის ბოლოს დატოვებს.

ამავე წყაროს ცნობით, გაბონელ ფეხბურთელს ყველაზე მეტად “ბარსელონაში” დაბრუნება სურს.

ამავდროულად, კატალონიური გუნდი ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ლევანდოვკის შემცვლელი სჭირდება, სწორედ ამიტომ ობამეიანგის ვარიანტი კატალონიელთათვის ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალურია.


Facebook კომენტარები