11 თვის და 3 კვირის წინ
ბუსკეტსი წავიდა - ვინ შეიძლება იყოს შემდეგი
ბუსკეტსი წავიდა - ვინ შეიძლება იყოს შემდეგი

როგორც მოგეხსენებათ, სერხიო ბუსკეტსმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს.

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, ეს სულაც არ იყოს უკანასკნელი ვეტერანი, რომელიც ზაფხულში "ბლაუგრანადან" აიბარგება.

SPORT-ის ცნობით, განიხილება ჟორდი ალბას გაშვების საკითხიც.

გამოცდილ ფლანგელს ორი ვარიანტი აქვს:

1. კონტრაქტის გაწყვეტა, რაც ჟორდის მისცემს საშუალებას, რომ სხვა გუნდებთან მოლაპარაკებები დაიწყოს და თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდეს.

2. ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირება

32 წლის მარცხენა მცველის აგენტი დღეს "ბარსელონას" ოფისში იმყოფებოდა, სადაც მატეუ ალემანისა და ჟორდი კრუიფს შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ ისევე როგორც ბუსკეტსს, ჟორდისაც საუდის არაბულ "ალ-ჰილალს" უკავშირებენ.


Facebook კომენტარები