1 წლის და 3 თვის წინ
"ბარსაში" ზოგს მესის დაბრუნება არ უნდა - ცნობილი ჟურნალისტის ინფორმაცია
"ბარსაში" ზოგს მესის დაბრუნება არ უნდა - ცნობილი ჟურნალისტის ინფორმაცია

როგორც მოგეხსენებათ, ჟერარ რომერომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიონელ მესი "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არგენტინელი მეგავარსკვლავის გარემოცვასთან ახლოს მყოფმა ჟურნალისტმა, ვერონიკა ბრუნატიმ დამატებითი დეტალები შემოგვთავაზა.

"მესის მომავლის თაობაზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ლეო მსოფლიო ჩემპიონია.

მესის "მანჩესტერ სიტიში" გადასვლის შანსი ნულის ტოლია.

ლაპორტას მესისთვის არასდროს დაურეკავს. "ბარსას" პრეზიდენტმა იცის, რომ კლუბის ხელმძღვანელობაში ლეოს დაბრუნებას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს.

მესის "პსჟ-სთვის" არ დაუდასტურებია კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი. ფრანგულმა კლუბმა არ იცის, რას გადაწყვეტს ლეო. პარიზში იმედოვნებენ, რომ მესის დარწმუნებას მოახერხებენ," - ასეთია ბრუნატის ცნობები.

გეტყვით, რომ ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. მას ბევრი MLS-ის კლუბ "ინტერ მაიამიში" გადაბარგებასაც უწინასწარმეტყველებს.

მიმდინარე სეზონში ლიონელმა "პსჟ-ს" მაისურით 21 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და გააკეთა 14 შედეგიანი გადაცემა.


Facebook კომენტარები