10 თვის და 3 კვირის წინ
ყინული დაიძრა - ფეხბურთელი წასვლაზე თანახმაა
ყინული დაიძრა - ფეხბურთელი წასვლაზე თანახმაა

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ხელმძღვანელობას სასწრაფოდ სჭირდება ფეხბურთელების გაყიდვა, რათა ლიონელ მესის გუნდში დაბრუნება შესაძლებელი გახადოს.

რამდენიმე გვარი უკვე დასახელდა, დღეს კი შევიტყვეთ, რომ "ბლაუგრანა" პირველ მოთამაშესთან დამშვიდობებას მიუახლოვდა.

ხავი მიგელის ინფორმაციით, ჩავი ერნანდესი დღეს ფრანკ კესიეს შეხვდა და უთხრა, რომ კლუბმა იგი აუცილებლად უნდა გაასხვისოს.

წყაროს თანახმად, კოტ-დ'ივუარელი თავის ბედს შეეგუა.

26 წლის შუახაზელს "ბარსა" 35 მილიონ ევროდ აფასებს. კესიეს მსურველი ბევრი ჰყავს. კატალონიურ გრანდს მაგიდაზე რამდენიმე შეთავაზებაც უდევს.

როგორც ირკვევა, ფრანკის გაშვებით სახელფასო ბიუჯეტში "ბლაუგრანა" 15-16 მილიონ ევროს გაათავისუფლებს.

გასულ სეზონში ჩატარებულ 43 მატჩში ნახევარმცველმა 3 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები