10 თვის და 3 კვირის წინ
ტრანსფერი, რომლის შანსს მესის დაბრუნება ამცირებს - დეტალები
ტრანსფერი, რომლის შანსს მესის დაბრუნება ამცირებს - დეტალები

თუ ლიონელ მესი "ბარსელონაში" დაბრუნდება, ილქაი გიუნდოგანის ტრანსფერის შანსი საგრძნობლად შემცირდება, - იუწყება ტონი ხუანმარტი.

Relevo-ს ჟურნალისტის ინფორმაციით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გერმანელი ნახევარმცველის "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში გადაბარგება სრულად გამოირიცხება.

ილქაის შესახებ დღეს დაწერა ფაბრიციო რომანომაც:

"გიუნდოგანის მიერ "მანჩესტერ სიტისთან" ახალი კონტრაქტის გაფორმება გადაწყვეტილი არაა. ფეხბურთელს არ უნდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე რამე მოიმოქმედოს. "სიტის" შეთავაზება მაგიდაზე დევს, თუმცა მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს."

შეგახსენებთ, რომ თუ რაიმე არ შეიცვალა, 32 წლის ვარსკვლავი "ეტიჰადს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

2022/2023 წლების სეზონში ჩატარებულ 50 მატჩში ილქაიმ თავი 11 გოლითა და 7 ასისტით გამოიჩინა.


Facebook კომენტარები