10 თვის და 3 კვირის წინ
გაირკვა! - რა ბედი ეწევა ფერან ტორესს
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელის, ფერან ტორესის მიმართ საკმაოდ დიდი ზეწოლა მიმდინარეობს.
“ბარსელონას” გულშემატკივრების ნაწილი მისი თამაშით უკმაყოფილო არიან და 23 წლის ფეხბურთელის გუნდიდან გაგდებას ითხოვენ.
საგულისხმოა, რომ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ლეო მესის მოსაყვანად “ბარსელონა” ტორესის გაყიდვას განიხილავდა.
საბოლოო ჯამში, ყველა ჭორს ბოლო მოეღო. გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფერან ტორესი მომდევნო სეზონში კატალონიის “ბარსელონაში” დარჩება.
ცნობისთვის, 23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 45 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
4 საათის და 37 წუთის წინ
ჩავის ოცნების XI - როგორი უნდა იყოს "ბარსა" მომავალ სეზონში
10 საათის და 24 წუთის წინ
ჩავიმ გრანდი დაამწუხრა - ვინ ინტერესდებოდა ესპანელი მწვრთნელით
23 საათის და 23 წუთის წინ
ჩავის უარი თხოვნაზე - კლუბმა უკან დაიხია
1 დღის წინ
კროოსი: "უკეთ რომ გვეთამაშა, კლასიკოს 4-0 მოვიგებდით"