10 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია! - რა შემთხვევაში დარჩება დესტი “ბარსელონაში”
ცნობილია! - რა შემთხვევაში დარჩება დესტი “ბარსელონაში”

როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ამერიკელ ფეხბურთელ, სერჟინიო დესტს “მილანთან” საიჯარო ხელშეკრულება ამოეწურა და კატალონიის “ბარსელონაში” დაბრუნდა.

გავლენიანი ესპანური სააგენტო, Munro Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” სერჟინიოს შენარჩუნება არ სურს. გუნდის პრიორიტეტი მოთამაშის გაყიდვა გახლავთ, რაშიც აგენტიც არის ინფორმირებული.

კატალონიური გუნდი დესტს ერთადერთ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ მათ ახალი მარჯვენა მცველის დამატება ვერ მოახერხეს.

ცნობისთვის, სერჟინიო დესტმა გასულ სეზონში “როსონერის” მაისურით 13 შეხვედრა ჩაატარა.


Facebook კომენტარები