7 თვის და 3 კვირის წინ
რატომ აირჩია ფატიმ "ბრაიტონი" - ანსუს პასუხი
რატომ აირჩია ფატიმ "ბრაიტონი" - ანსუს პასუხი

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" თავისი 20 წლის თავდამსხმელი, ანსუმანე ფატი ინგლისურ "ბრაიტონში" გაანათხოვრა.

ესპანელმა ფორვარდმა "თოლიების" ოფიციალურ არხს პირველი ინტერვიუ მისცა და ლონდონში გადაბარგების განმაპირობებელ მთავარ ფაქტორებზე ისაუბრა.

"უპირველეს ყოვლისა, მწვრთნელს ვესაუბრე. მან მითხრა, თუ რას ფიქრობდა ჩემს შესახებ და რომ სრულად მენდობოდა. ჩემთვის ეს მთავარი ფაქტორი იყო. მთავარი მწვრთნელი იყო ადამიანი, რომელმაც აქ გადმოსვლაში დამარწმუნა. გადამწყვეტი როლი ამან ითამაშა.

ვიცოდი, რომ ეს იყო გუნდი, რომელსაც ბოლო სეზონებში უდიდესი პროგრესი აქვს და ევროტურნირებზეც გავიდა. პრემიერ ლიგა ძალიან მომწონდა, "ბრაიტონი" კი გახლდათ ერთ-ერთი კლუბი, რომელსაც თვალს აქტიურად ვადევნებდი.

მინდა, რომ კარგი სეზონი მქონდეს, გუნდისთვის ვიბრძოლო. ვეცადოთ ევროტურნირის საგზური კიდევ ერთხელ მოვიპოვოთ. თუ ჩემპიონთა ლიგაზე გავალთ, ეს კიდევ უკეთესი იქნება," - თქვა ანსუმ.

შეგახსენებთ, რომ ფატი "თოლიებს" ერთწლიანი, მშრალი იჯარით შეუერთდა. მისით ლონდონის "ტოტენჰემიც" გახლდათ დაინტერესებული, მაგრამ ესპანელმა არჩევანი "ბრაიტონზე" შეაჩერა.


Facebook კომენტარები