7 თვის და 3 კვირის წინ
დეკუმ ბრაზილიაში ახალი ტალანტს დაადგა თვალი
დეკუმ ბრაზილიაში ახალი ტალანტს დაადგა თვალი

როგოცმოგეხსენებათ, უკანასკნელ პერიოდში "ბარსელონა" აქტიურად აკვირდება ბრაზილიის ჩემპიონატში მოასპარეზე ახალგაზრდებს. ამაზე "ატლეტიკო პარანაენსეს" თავდამსხმელის, ვიტორ როკეს ტრანსფერიც მეტყველებს.

ახლა კი SPORT-ის ჟურნალისტი, ხოაკიმ პიერა იუწყება, რომ კატალონიელებმა თვალი კიდევ ერთ მოთამაშეს დაადგეს.

წყაროს თანახმად, დეკუს "კორინთიანსის" დაცვითი ნახევარმცველი, გაბრიელ მოსკარდო მოსწონს. "ბლაუგრანას" სპორტული დირექტორის რჩეული 17 წლისაა.

გაბრიელით ლონდონის "ჩელსიც" გახლდათ დაინტერესებული, მაგრამ მოლაპარაკებები ისე აქტიურად აღარ მიმდინარეობს. ფეხბურთელს "კორინთიანსი" 30 მილიონ ევროდ აფასებს.

"კორინგაოს" ძირითადი გუნდის მაისურით ბრაზილიელს წელს 11 მატჩი აქვს ჩატარებული. 


Facebook კომენტარები