1 წლის და 1 თვის წინ
"ატლეტიკოს" ენრიკე სურს - ლუჩომ შეიძლება "ბარსელონელიც" წაიყვანოს
"ატლეტიკოს" ენრიკე სურს - ლუჩომ შეიძლება "ბარსელონელიც" წაიყვანოს

მადრიდის "ატლეტიკო" ლუის ენრიკეს 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, - იტყობინება El Chiringuito.

"ბარსელონას" ქომაგებისთვის ეს ინფორმაცია განსაკუთრებით საინტერესო იმიტომაა, რომ ჟურნალისტ ხავი დე ლა პენიას თქმით, არსებობს შანსი, ლუჩომ "ვანდა მეტროპოლიტანოზე" "ბლაუგრანას" ფეხბურთელი წაიყვანოს.

საქმე ფერან ტორესს ეხება. წყაროს თანახმად, თუ ენრიკე "როხიბლანკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნება, იგი 23 წლის თავდამსხმელის დამატებას ეცდება.

შეგახსენებთ, რომ ლუჩო ამჟამად უმუშევარია. რაც შეეხება დიეგო სიმეონეს, მას თანამდებობის ზაფხულში დატოვებას უწინასწარმეტყველებენ, რისი მიზეზიც "ატლეტიკოს" წარუმატებელი სეზონია.

რაც შეეხება ფერანს, მიმდინარე სეზონში მისი მონაგარი 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.


Facebook კომენტარები