2 კვირის და 5 დღის წინ
"შეუძლებელი არაფერია" - დეკუ ჰოლანდის აგენტს შეხვდა
"შეუძლებელი არაფერია" - დეკუ ჰოლანდის აგენტს შეხვდა

ცნობილი ჟურნალისტი, ჟერარ რომერო ირწმუნება, რომ "ბარსელონას" სპორტული დირექტორი "მანჩესტერ სიტის" სუპერვარსკვლავის აგენტს, ერლინგ ჰოლანდს შეხვდა.

დეკუსა და რაფაელა პიმიენტას შორის შემდგარ შეხვედრაზე რამდენიმე ფეხბურთელის მომავალი განიხილეს.

"რამდენიმე ფეხბურთელზე ისაუბრეს, მაგრამ ჰოლანდი მთავარი საკითხი იყო. რთული ოპერაცია? დიახ. შეუძლებელი? არა," - განაცხადა რომერომ.

Jijantes-ზე გაჟღერდა, რომ ჩაინიშნა შეხვედრა დეკუსა და ერლინგის ოჯახს შორის, რათა ტრანსფერის განხორციელების შესაძლებლობა შეაფასონ.

მიუხედავად რომეროს ოპტიმიზმისა, მაინც ურთულესი წარმოსადგენია, როგორ უნდა შეძლოს ფინანსურ პრობლემებში ჩაძირულმა "ბარსელონამ" 23 წლის ცენტრფორვარდის შეძენა.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 30 მატჩში ერლინგს 27 გოლი და 6 ასისტი აქვს ანგარიშზე.


Facebook კომენტარები