1 თვის და 3 კვირის წინ
რეგისტრაციის პრობლემები - ვისი გაყიდვა შეიძლება მოუწიოს "ბარსას"
რეგისტრაციის პრობლემები - ვისი გაყიდვა შეიძლება მოუწიოს "ბარსას"

"ბარსელონა" ზაფხულში შეიძლება ინიგო მარტინესმა დატოვოს, - იუწყება RAC1-ის ჟურნალისტი, მარტა რამონი.

წყაროს თანახმად, ესპანელის დარეგისტრირებას კლუბი პრობლემურად მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ ინიგოს "ბარსასთან" კონტრაქტით კიდევ 1 წელი აქვს დარჩენილი, "ბლაუგრანას" მისი ლა ლიგაში დარეგისტრირება ისე მოუწევს, როგორც ახლადშეძენილ ფეხბურთელს დაარეგისტრირებდა.

ამის მიზეზი ისაა, რომ შარშან "ლურჯ-ბროწეულისფერთ" სახელფასო ჭერში საკმარისი სივრცე არ ჰქონდათ, ამიტომ ლა ლიგას სთხოვეს, მარტინესის რეგისტრაციისას მხოლოდ 1 წელი მიეღოთ მხედველობაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბასკი უკანახაზელი გუნდში რიგით მე-8-ა ანაზღაურების მიხედვით.

თანაც, სეზონის დასრულების მერე "ბლაუგრანას" ბევრი ცენტრალური მცველი დაუგროვდება - რონალდ არაუხო, პაუ კუბარსი, ინიგო მარტინესი, ანდრეას კრისტენსენი, ერიკ გარსია და კლემან ლანგლე. მართალია, დიდი ალბათობით, კლუბი ბოლო ორს კვლავ იჯარით გაუშვებს ან გაყიდის, მაგრამ მარტინესის გასხვისება დღის წესრიგში მაინც შეიძლება დადგეს.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის ფეხბურთელმა "ბარსელონას" მაისურით 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა.


Facebook კომენტარები