5 დღის და 12 საათის წინ
"ლივერპულის" ვარსკვლავს "ბარსელონაში" უნდა
"ლივერპულის" ვარსკვლავს "ბარსელონაში" უნდა
ავტორი
Aa

"ლივერპულის" ვარსკვლავმა, ლუის დიასმა, მისი მომავალი კლუბის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. გამოცემა SPORT-ის ცნობით, დიასს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სურს, რომ "ბარსელონას" შეუერთდეს. 

როგორც ვიცით, ბარსელონა ზაფხულში რამდენიმე დიდი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს, რაც ორი ან სამი ფეხბურთელის დამატებას გულისხმობს. ეს დამატება პოტენციურად, გუნდის ძირითადი ბირთვის გააძლიერებიკენაა მიმართული. 

მათთვის ამჟამად ნახევარნცველისა და ფლანგის მოთამაშეებია პრიორიტეტი. 

კოლუმბიური გამოცემა EL Heraldo-ს ცნობით, "ლივერპულმა" დიასს 120-145 მილიონი ევროს ფასი დაადო. ცნობილია ისიც, რომ კოლუმბიელის დამატებით "პსჟ"-ს დაინტერესებაც დიდია, ვინაიდან ზაფხულში ისინი კილიან მბაპეს ემშვიდობებიან და მისი ადგილის გათავისუფლება პარიზელთა მხრიდან დიასის დამატების შანსებს ერთი ორად გაზრდის. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ ფეხბურთელს "ლივერპულთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, თუმცა უკვე მივეჩვიეთ, რომ მსგავსი დებულებები იოლად დარღვევადია.


Facebook კომენტარები