1 წლის წინ
სად ათამაშებს "ბარსელონა" მესის - რეალური ვარიანტი (ფოტო)
სად ათამაშებს "ბარსელონა" მესის - რეალური ვარიანტი (ფოტო)

"ბარსელონა" ლიონელ მესის მეოთხე ნახევარმცველად გამოყენებას უპირებს, - იუწყება Mundo Deportivo.

ჩავის მოსაზრებით, "ლა პულგა" გუნდის ნახევარდაცვას კრეატივს შემატებს და იმაზე გაცილებით დიდ სარგებელს მოიტანს, ვიდრე გარემარბის ან ცენტრფორვარდის პოზიციაზე.

ლეოს რომ თანაგუნდელებისთვის საგოლე შანსების შექმნა შეუძლია, ამას მიმდინარე სეზონიც ადასტურებს. ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელმა წელს "პსჟ-ს" ფეხბურთელებს 18-ჯერ გაუწია ასისტენტობა.

Tribuna.com-ის ვერსიით, მესის დაბრუნების შემდეგ "ბარსას" თერთმეტეული ასეთი იქნება:

მაშასადამე, ჩავი ნახევარდაცვაში მესის, პაბლო გავის, ფრენკი დე იონგსა და პედრი გონსალესს განამწესებს, მარჯვენა ფლანგიდან უსმან დემბელე შეუტევს, ხოლო ცენტრფორვარდი კვლავ რობერტ ლევანდოვსკი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ლეო ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. თითქმის გადაწყვეტილია, რომ "პარი სენ-ჟერმენთან" იგი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.


Facebook კომენტარები