1 წლის წინ
მესიმ ეს უკვე იცის - უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია
მესიმ ეს უკვე იცის - უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია

ესპანელმა ჟურნალისტმა სიკე როდრიგესმა ლიონელ მესის "ბარსელონაში" დაბრუნების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელა.

წყაროს თანახმად, არგენტინელმა მეგავარსკვლავმა უკვე იცის, რომ "ბლაუგრანასგან" ის შეთავაზებას მალე მიიღებს.

აღნიშნული ცნობა "ლა პულგამ" მესამე მხრისგან მიიღო.

თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, უნდა ვივარაუდოთ, რომ კატალონიურ გრანდს ლა ლიგამ მესის დაბრუნების ოპერაციაზე მწვანე შუქი აუნთო, რადგან სხვა შემთხვევაში, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელს წინადადებას არ მოუმზადებდნენ.

შეგახსენებთ, რომ ლეო ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. მისი "პარი სენ-ჟერმენიდან" წასვლა თითქმის გადაწყვეტილია.


Facebook კომენტარები