1 წლის წინ
მორიგი აღიარება! - ტერ შტეგენმა ბრავოს რეკორდი გაიმეორა
მორიგი აღიარება! - ტერ შტეგენმა ბრავოს რეკორდი გაიმეორა

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონამ” ლა ლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში შინ “ატლეტიკო” მიიღო და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

საგულისხმოა, რომ კატალონიელთა კარის დარაჯმა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში კარი მშრალად 23-ჯერ შეინახა.

საგულისხმოა, რომ ეს შედეგი “ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესოა. მსგავსი მაჩვენებელი 2014/2015 წლებში მხოლოდ კლაუდიო ბრავოს აქვს შესრულებული.

ცნობისთვის, ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგი 26-ჯერ შენახული კარია, რომელიც 1993/1994 წლებში “დეპორტივოს” კარის დარაჯს, ფრანცისკო ლიანოს ეკუთვნის. ამ შედეგის გასაუმჯობესებლად ტერ შტეგენს 8 შეხვედრა ექნება.


Facebook კომენტარები