1 წლის და 3 თვის წინ
ტერ შტეგენი საოცარ შედეგებზე გადის - გერმანელის მაჩვენებელი
ტერ შტეგენი საოცარ შედეგებზე გადის - გერმანელის მაჩვენებელი

"ბარსელონამ" ლა ლიგის მე-18 ტურში მძიმე გამარჯვება მოიპოვა. კატალონიელებმა "ხეტაფეს" უმასპინძლეს და მეტოქეს მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1:0 მოუგეს.

შეხვედრის გადამწყვეტი გოლი 35-ე წუთზე გავიდა. თავი პედრი გონსალესმა, რაფინიას გადაცემით გამოიჩინა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ "ბლაუგრანამ" კიდევ ერთი გოლგაუშვებელი მატჩი ჩაატარა.

პრიმერას მიმდინარე სეზონში მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა "ბარსას" კარი 17 შეხვედრაში დაიცვა და 13 შემთხვევაში იგი მშრალად შეინახა.

ერთადერთი მეკარე, რომელსაც ლა ლიგის ამ ეტაპზე უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა, პაკო ლიანო გახლდათ.

ფრანსისკომ ეს 1993/1994 წლების სეზონში, ლა კორუნიის "დეპორტივოს" მაისურით მოახერხა.

აქვე გეტყვით, რომ "ბარსას" პრიმერას ამ გათამაშებაში სულ 6 გოლი აქვს გაშვებული, რაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია.


Facebook კომენტარები