1 წლის და 1 თვის წინ
ფატიმ კესიეს მოუბოდიშა - რა მოხდა "კლასიკოს" შემდეგ
ფატიმ კესიეს მოუბოდიშა - რა მოხდა "კლასიკოს" შემდეგ

ხუთშაბათს გამართულ "ელ კლასიკოსოში", რომელიც "ბარსელონამ" ედერ მილიტაოს ავტოგოლით მოიგო, კატალონიელებს ორბურთიანი სხვაობით გამარჯვებაც შეეძლოთ, თუმცა ფრანკ კესიეს დარტყმული და კარისკენ მიმავალი ბურთი ანსუ ფატის მოხვდა.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ათიანი ცუდ დროს ცუდ ადგილას მოხვდა, რითაც კოტ-დ'ივუარელს ხელი შეუშალა. კესიე ამან ძალიან გააბრაზა. გაღიზიანება ნახევარმცველმა მოედანზე აშკარად გამოხატა.

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტ როხერ ტორელოს ინფორმაციით, მატჩის შემდეგ ფატიმ კესიეს ბოდიში მოუხადა.

ფრანკის გაღიზიანება დიდხანს არ გაგრძელებულა. 20 წლის თავდამსხმელს მან უმალ აპატია.

ტორელო წერს, რომ კესიესა და ფატის შესანიშნავი ურთიერთობა აკავშირებთ. 26 წლის შუახაზელი ანსუს თავის პატარა ძმასავით უყურებს და ცდილობს, მას რჩევებით დაეხმაროს.

დღეს ფრანკსაც და ანსუსაც სასტარტო შემადგენლობაში ელოდებიან. საინტერესოა, თუ რას შემოგვთავაზებენ ისინი "ვალენსიას" წინააღმდეგ.


Facebook კომენტარები