1 წლის წინ
"ბარსას" 3 ხელშეუხებელი ფეხბურთელი ჰყავს
"ბარსას" 3 ხელშეუხებელი ფეხბურთელი ჰყავს

ესპანურმა გამოცემა SPORT-მა "ბარსელონას" ფეხბურთელებისა და მათი ზაფხულში წასვლის შანსების შესახებ დაწერა.

წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერთ" ახლა მხოლოდ 3 ჰყავთ ისეთი მოთამაშე, რომლის გაყიდვაც არანაირ შემთხვევაში განიხილება. ხელშეუხებლის სტატუსი აქვთ რონალდ არაუხოს, პედრი გონსალესსა და ფრენკი დე იონგს.

დე იონგი 2022 წლის ზაფხულში "ბლაუგრანას" დატოვების ლამის მთავარი კანდიდატი გახლდათ, მაგრამ ნიდერლანდელი მიმდინარე სეზონში ისე შთამბეჭდავად გამოიყურება, რომ მისი პოზიციები საგრძნობლად გამყარდა.

SPORT-ის თქმით, "ბარსა" არ გეგმავს არც მარკ ანდრე ტერ შტეგენის, პაბლო გავის, ალეხანდრო ბალდეს, ჟიულ კუნდეს, რაფინიასა და რობერტ ლევანდოვსკის გაყიდვას.

ჩავის ძალიან უნდა ფრანკ კესიესა და ანდრეას კრისტენსენის შენარჩუნებაც, თუმცა კლუბს შეიძლება მნიშვნელოვანი მოთამაშის გაყიდვა მაინც დასჭირდეს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, "კამპ ნოუდან" აბარგების ყველაზე დიდი საფრთხე ისევ ანსუ ფატისა და ფერან ტორესს ემუქრებათ. ის, თუ რომელ მათგანს უფრო მარტივად შეელევა კლუბი, უახლოეს თვეებში უნდა გამოჩნდეს.


Facebook კომენტარები