1 წლის და 4 თვის წინ
დასაფასებელი საქციელი - რა გააკეთა უსმან დემბელემ
დასაფასებელი საქციელი - რა გააკეთა უსმან დემბელემ

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში მარცხის შემდეგ 25 წლის ფორვარდი, უსმან დემბელე "ბარსელონას" დაუბრუნდა.

ახალგაზრდა მოთამაშემ დღეს გუნდთან ერთად სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ფრანგ ფეხბურთელს შვებულება 28 დეკემბრამდე ეკუთვნოდა, თუმცა უსმანმა დასვენებაზე უარი თქვა და ვარჯიშის დაწყება ამჯობინა.

ცხადია, ეს ფაქტი უსმანის უმაღლეს პროფესიონალიზმზე მიუთითებს.

ცნობისთვის, "ბარსელონა" მომდევნო მატჩს 31 დეკემბერს "ესპანიოლის" წინააღმდეგ ჩაატარებს.


Facebook კომენტარები