1 წლის და 2 თვის წინ
ფატის თავის მომავალზე ჰკითხეს - ანსუს განცხადება
ფატის თავის მომავალზე ჰკითხეს - ანსუს განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელს, ანსუ ფატის არცისე კარგი პერიოდი აქვს, თუმცა ეს 20 წლის მოთამაშისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ის ძალიან მოტივირებულია.

ანსუ ფატიმ ესპანურ მედიასთან საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:

“კონტრაქტი 2027 წლამდე მაქვს და მსურს მრავალი წელი გავატარო ბარსაში. მე ვარ 100% მზად და მაქვს სურვილი, გავუმკლავდე ყველაფერს, რაც წინ მელოდება." - განაცხადა ფატიმ.

ცნობისთვის, ანსუ ფატიმ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 30 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.


Facebook კომენტარები